ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ელისო ჩაფიძე: ვახტანგ გომელაურს საზოგადოების კრიმინალისგან დაცვა არ გაუჭირდება!

ელისო ჩაფიძე: ვახტანგ გომელაურს საზოგადოების  კრიმინალისგან დაცვა არ გაუჭირდება!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე შს მინისტრად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას დადებითად აფასება. მისი თქმით ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და კარგად იცის რა ხდება სისტემაში.

"დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაურს არ გაუჭირდება ორი რამ - პირველი, საზოგადოების დაცვა კრიმინალისგან და ოპერატიული ინფორმაციის ფლობა და აღკვეთა დანაშაულებებისა, რამდენადაც ეს შესაძლებელია და მეორე - შს სამინსიტროს, როგორც ინსტიტუციის  როლის ახლებური ხედვა თანამედროვე რეალობაში.  ის უნდა იყოს თანამოაზრე იმ ჯგუფისა, რომელიც შექმნილია პრემიერ-მინისტრთან და რომელიც მუშაობს საგამოძიებო ორგანოების გაძლიერებაზე, დახვეწაზე და გარკვეული ფუნქციების გადანაწილებაზე სამართალდამცავ სტრუქტურებში.

მე მაინც მგონია, რომ ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი არასწორი ინსტიტუციური მოწყობიდან  გამომდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა ამ მხრივ ჩამოყალიბდება და დალაგდება და გვეცოდინება, რომ კონკრეტული პასუხისგებლობა ამა თუ იმ დანაშაულის გახსნაზე,   კრიმინალის თაობაზე თუ კანონის მიღებაზე არის კონკრეტულად ამა თუ იმ ინსტუტუციის პრეროგატივა, უფლებამოსილება და ვალდებულება", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: