ივერიონი / ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციაში უკრაინაში არსებულ ვითარებასა და  რუსეთის მიერ  ტერორიზმის დაფინანსების დაუშვებლობაზეა საუბარი.


რეზოლუციის ტექსტს მხარი 140-მა დეპუტატმა დაუჭირა, 7 წინააღმდეგი იყო, 8-მ თავი შეიკავა.

ასევე დამტკიცდა უკრაინის მიერ ინიცირებული შესწორება რეზოლუციაში, რომელიც რუსეთისადმი მოწოდებას მოიცავს, თავი შეიკავოს აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების დაფინანსებისა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერისგან, აგრეთვე დაიცვას "მინსკის შეთანხმება".


28-01-2015, 10:55
უკან დაბრუნება