კოდორის ხეობის ჩაბარებას არავის არ ვაპატიებთ!",-ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორში ემზარ კვიციანმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
"ყველაფერი გააკეთა პროკურატურამ იმისათვის, რომ დაემალა სააკაშვილის დანაშაული, მან დაარღვია კონსტიტუციის 73-ე და მე-100 მუხლი, თავს დაგვესხა, პირადი მიზნების განხორციელებისთვის, შემოიყვანა ჯარი... ვიცოდი, რომ ჯარს გამოიყვანდა და ჩააბარებდა კოდორს. ამასთან ბრძოლაში ვიყავით ბოლო 10 წელი!",-განაცხადა კვიციანმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა პროკურატურისა და ემზარ კვიციანს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კვიციანი აღიარებს სასჯელის ნაწილს, ხოლო ბრალის ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს.