ემზარ კვიციანი: "პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილის დანაშაული დაემალა"

ემზარ კვიციანი: "პროკურატურამ  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სააკაშვილის დანაშაული დაემალა"

კოდორის ხეობის ჩაბარებას არავის არ ვაპატიებთ!",-ამის შესახებ პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა კოდორში ემზარ კვიციანმა გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. 


 "ყველაფერი გააკეთა პროკურატურამ იმისათვის, რომ დაემალა სააკაშვილის დანაშაული, მან დაარღვია კონსტიტუციის 73-ე და მე-100 მუხლი, თავს დაგვესხა, პირადი მიზნების განხორციელებისთვის, შემოიყვანა ჯარი... ვიცოდი, რომ ჯარს გამოიყვანდა და ჩააბარებდა კოდორს. ამასთან ბრძოლაში ვიყავით ბოლო 10 წელი!",-განაცხადა კვიციანმა.

 ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა პროკურატურისა და ემზარ კვიციანს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კვიციანი აღიარებს სასჯელის ნაწილს, ხოლო ბრალის ნაწილში თავს უდანაშაულოდ ცნობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: