ივერიონი / შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო

შსს-მ  ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ ქ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აწყურის ქუჩაზე დააკავეს.


სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8558 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.

ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

1-02-2015, 11:12
უკან დაბრუნება