შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო
შსს-მ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1957 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე ჯენგიზ ქ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, აწყურის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 28 აბი "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,8558 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს.
ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.