თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, უწყებაში მოსვლის დროს შესყიდვების და ტენდერების სისტემა არც ისე მოწესრიგებული დახვდა, განცხადება ამის შესახებ ჯანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"შესყიდვების პროცესი აუცილებლად წარიმართება კანონის დაცვით და იქნება გამჭვირვალე. საიდუმლო გრიფით განხორციელებული შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, მასმედიასა და საზოგადოებას ვერ ვაცნობებთ, მაგრამ მათ გაკონტროლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფი შეძლებს.
შესყიდვების სისტემა, რომელიც აქ დაგვხვდა, არც ისე მოწესრიგებული იყო. შესყიდვებზე ტენდერების ჩატარებას ახლებურად ვგეგმავთ, რისთვისაც ვაყალიბებთ სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს, რათა განვსაზღვროთ, რა და როგორი ხარისხის უნდა შეიძინონ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა", - განაცხადა მინისტრმა.