ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

მინდია ჯანელიძე: შესყიდვების პროცესი კანონის დაცვით წარიმართება

მინდია ჯანელიძე: შესყიდვების პროცესი  კანონის დაცვით წარიმართება

თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, უწყებაში მოსვლის დროს შესყიდვების და ტენდერების სისტემა არც ისე მოწესრიგებული დახვდა, განცხადება ამის შესახებ ჯანელიძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"შესყიდვების პროცესი აუცილებლად წარიმართება კანონის დაცვით და იქნება გამჭვირვალე. საიდუმლო გრიფით განხორციელებული შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, მასმედიასა და საზოგადოებას ვერ ვაცნობებთ, მაგრამ მათ გაკონტროლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფი შეძლებს.

შესყიდვების სისტემა, რომელიც აქ დაგვხვდა, არც ისე მოწესრიგებული იყო. შესყიდვებზე ტენდერების ჩატარებას ახლებურად ვგეგმავთ, რისთვისაც ვაყალიბებთ სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს, რათა განვსაზღვროთ, რა და როგორი ხარისხის უნდა შეიძინონ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა", - განაცხადა მინისტრმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: