საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" კანონსა და "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში, ელექტრონული ვიზების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ცვლილებებზე მუშაობს.
ასევე, იგეგმება ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც დიპლომატის სტატუსის არმქონე პირები, დაბეგვრის კუთხით, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს გაუთანაბრდებიან, ხოლო "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილების თანახმად, ზედმეტი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მოსაკრებლის უკან დაბრუნების საკითხი დადგება.
მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. ასევე, დღის წესრიგში დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც.