ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ელექტრონული ვიზების ამოქმედებასთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ელექტრონული ვიზების ამოქმედებასთან დაკავშირებით  ცვლილებებზე მუშაობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი  "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში, "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" კანონსა და "სახელმწიფო ბაჟის შესახებ"  კანონში, ელექტრონული ვიზების ამოქმედებასთან დაკავშირებით, ცვლილებებზე მუშაობს.

ასევე, იგეგმება ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსშიც, რომლის მიხედვითაც დიპლომატის სტატუსის არმქონე პირები, დაბეგვრის კუთხით, დიპლომატიური სტატუსის მქონე პირებს გაუთანაბრდებიან, ხოლო "საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილების თანახმად, ზედმეტი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლებისთვის მოსაკრებლის უკან დაბრუნების საკითხი დადგება.

მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აირჩევს. ასევე, დღის წესრიგში დგას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილების მიღებაც.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: