ივერიონი / უჩა ნანუაშვილი და კახა კახიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

უჩა ნანუაშვილი და კახა კახიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს დაუპირისპირდა. 

 

შეგახსენებთ, რომ  უფლებადამცველები  გადატვირთულობის გამო მეშვიდე დაწესებულების დახურვას მოითხოვენ.


" დავხურავ, პრობლემა არ არის, მაგრამ აქ მოვიყვანო, თუ თქვენთან მოვიყვანო მერე ეს პატიმრები? სად წავიყვანო? მე-6 დაწესებულება როდესაც გაიხსნება, მაქსიმუმ ერთ თვეში, ნაწილს გადავიყვანთ და გადატვირთულობის პრობლემა აღარ იარსებებს,"- უპასუხა კახიშვილმა უჩა ნანუაშვილს, რასაც სახალხო დამცველის კომენტარი მოჰყვა.

" ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით, ზოგადად, ამ დაწესებულების პირობები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ის მთლიანად უნდა დაიხუროს," - განაცხადა  უჩა ნანუაშვილმა.

10-02-2015, 19:58
უკან დაბრუნება