უჩა ნანუაშვილი და კახა კახიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების მინისტრ კახი კახიშვილს დაუპირისპირდა.
შეგახსენებთ, რომ უფლებადამცველები გადატვირთულობის გამო მეშვიდე დაწესებულების დახურვას მოითხოვენ.
" დავხურავ, პრობლემა არ არის, მაგრამ აქ მოვიყვანო, თუ თქვენთან მოვიყვანო მერე ეს პატიმრები? სად წავიყვანო? მე-6 დაწესებულება როდესაც გაიხსნება, მაქსიმუმ ერთ თვეში, ნაწილს გადავიყვანთ და გადატვირთულობის პრობლემა აღარ იარსებებს,"- უპასუხა კახიშვილმა უჩა ნანუაშვილს, რასაც სახალხო დამცველის კომენტარი მოჰყვა.
" ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით, ზოგადად, ამ დაწესებულების პირობები არ აკმაყოფილებს სტანდარტებს და ის მთლიანად უნდა დაიხუროს," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.