რუსეთი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პენსიას გადაუხდის. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.
შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობას და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს გულისხმობს, თუ ისინი შეთანხმბის მონაწილე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლდებიან. საპენსიო ხარჯი რუსეთის მხრიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან გაიცემა.
სახელმწიფო სათათბირომ შეთანხმება 19 ოქტომბერს, ხოლო ფედერაციის საბჭომ 31 ოქტომბერს მოიწონა. 12 ნოემბერს კანონს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. როგორც "რია ნოვოსტი" აცხადებს, ასეთივე შეთანხმებას რუსეთმა აფხაზეთთანაც მოაწერა ხელი.