ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლებს პენსიას გადაუხდის

რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-ს თანამშრომლებს პენსიას გადაუხდის

რუსეთი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პენსიას გადაუხდის. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.


შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობას და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფის საკითხს გულისხმობს, თუ ისინი შეთანხმბის მონაწილე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლდებიან. საპენსიო ხარჯი რუსეთის მხრიდან, ფედერალური ბიუჯეტიდან გაიცემა.


სახელმწიფო სათათბირომ შეთანხმება 19 ოქტომბერს, ხოლო ფედერაციის საბჭომ 31 ოქტომბერს  მოიწონა. 12 ნოემბერს კანონს პრეზიდენტმა მოაწერა ხელი. როგორც "რია ნოვოსტი" აცხადებს, ასეთივე შეთანხმებას რუსეთმა აფხაზეთთანაც მოაწერა ხელი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: