საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია რუსეთტან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.
"საუბარია ზუსტად დღეს, ხვალ და უახლოეს დღეებზე. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ეს არ არის დღეების და თუნდაც ერთი კვირის ან ორი კვირის საკითხი, ეს არის პროცესი.
რა თქმა უნდა, საგარეო ვექტორი არ იცვლება და მგონი, ნათლად თქვა ბატონმა აბაშიძემ, რომ საუბარია ამ შეხვედრების დროს იმ დღის წესრიგზე, რომელიც დღეს იხილება და დღეს არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის და ეს ინტეგრაციის პროცესი იცით, რომ მიმდინარეობს თანმიმდევრულად",-განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის: რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლავროვმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გააკეთა.
"ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა.
ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას",-განაცხადა აბაშიძემ.