ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ეკა ბესელია: ინტეგრაციის პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს

ეკა ბესელია: ინტეგრაციის პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ეკა ბესელია  რუსეთტან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც  ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.

"საუბარია ზუსტად დღეს, ხვალ და უახლოეს დღეებზე. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ეს არ არის დღეების და თუნდაც ერთი კვირის ან ორი კვირის საკითხი, ეს არის პროცესი.

რა თქმა უნდა, საგარეო ვექტორი არ იცვლება და  მგონი, ნათლად თქვა ბატონმა აბაშიძემ, რომ საუბარია ამ შეხვედრების დროს იმ დღის წესრიგზე, რომელიც დღეს იხილება და დღეს არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის და ეს ინტეგრაციის პროცესი იცით, რომ მიმდინარეობს თანმიმდევრულად",-განაცხადა ბესელიამ.

ცნობისთვის: რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ლავროვმა  ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გააკეთა.

"ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება ნატოში დღის წესრიგში არ დგას",-განაცხადა აბაშიძემ.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: