საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რუსეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებას facebook _ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი ამ ხელშეკრულებით ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივი" ანექსია ამთავრებს.
"რუსეთი ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივ" ანექსიას ამთავრებს დღეს მოსკოვში საოკუპაციო რეჟიმთან "ხელშეკრულების" ხელმოწერით. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დებალცევოს დატოვება უწევთ რუსი ოკუპანტების გააფთრებული შეტევების შემდგომ. ჩვენ მოკავშირეს ჰყავს ბევრი დაღუპული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე.
რუსი ნაცისტები კიდევ ერთხელ არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიულიმთლიანობა. ლავროვი მოსკოვიდან თითს უქნევს თბილისს და მკაცრი ზომებით გვემუქრება ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო.
ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური კრიზისი ერთად მოასკდა საქართველოს...
რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს "ხელისუფლებას" რომ ეძახის? ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამ ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში.
ამისთანა იმბეცილები გინახავთ?"- წერს ვაშაძე .