ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

გიორგი ვაშაძე:ლავროვი ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო მკაცრი ზომებით გვემუქრება

გიორგი ვაშაძე:ლავროვი ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო მკაცრი ზომებით გვემუქრება

 საქართველოს  საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რუსეთისა და ე.წ  სამხრეთ ოსეთის  საგარეო საქმეთა მინისტრების  მიერ ხელმოწერილ  ხელშეკრულებას facebook _ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და აცხადებს, რომ  რუსეთი ამ ხელშეკრულებით  ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივი" ანექსია ამთავრებს.


"რუსეთი ცხინვალის რეგიონის "სამართლებრივ" ანექსიას ამთავრებს დღეს მოსკოვში საოკუპაციო რეჟიმთან "ხელშეკრულების" ხელმოწერით. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დებალცევოს დატოვება უწევთ რუსი ოკუპანტების გააფთრებული შეტევების შემდგომ. ჩვენ მოკავშირეს ჰყავს ბევრი დაღუპული, დაჭრილი და ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე.

რუსი ნაცისტები კიდევ ერთხელ არღვევენ საერთაშორისო შეთანხმებას და კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, რომ მათთვის საერთაშორისო სამართალი არაფერს ნიშნავს, ისევე, როგორც მეზობელი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიულიმთლიანობა. ლავროვი მოსკოვიდან თითს უქნევს თბილისს და მკაცრი ზომებით გვემუქრება ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის გამო.

ეკონომიკური, სავალუტო და პოლიტიკური კრიზისი ერთად მოასკდა საქართველოს...

რით არის დაკავებული ყრუ პროვინციალების გაერთიანება, თავის თავს "ხელისუფლებას" რომ ეძახის? ვენდეტით: უკრაინისგან პრეზიდენტ სააკაშვილის გადმოცემას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კიევმა ისინი უკვე სამჯერ გააგზავნა სამ ასოსკენ გრძელ სექსუალურ მოგზაურობაში.
ამისთანა იმბეცილები გინახავთ?"- წერს ვაშაძე .

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: