საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, კობერიძე პოსტიდან პრემიერ-მინისტრის 18 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის #53 ბრძანებით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა", - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.