რატომ გაათავისუფლეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან?

რატომ გაათავისუფლეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თანამდებობიდან?

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, კობერიძე პოსტიდან პრემიერ-მინისტრის 18 თებერვლის ბრძანებით გათავისუფლდა.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 18 თებერვლის #53 ბრძანებით, "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტის მოადგილე გიორგი კობერიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა", - ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: