საგამოძიებო ორგანოს იური ვაზაგაშვილის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლითაც მკვლელობაში სოსანაშვილის ბრალეულობა იკვეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ზურაბ ჯაფარიძეს თუ დავუჯერებთ, სოსანაშვილს დნმ ჩაუდეს. ყველაფრის ჩადება გამიგია და დნმ-ის ჩადება არა. დღეს საგამოძიებო ორგანოს იური ვაზაგაშვილის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლითაც იკვეთება მკვლელობაში სოსანაშვილის ბრალეულობა. უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის გარდა, სხვა პირებსაც წარედგინებათ ბრალი", -აცხადებს მოსიაშვილი.