გაგი მოსიაშვილი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის გარდა, სხვა პირებსაც წარედგინებათ ბრალი
საგამოძიებო ორგანოს იური ვაზაგაშვილის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლითაც მკვლელობაში სოსანაშვილის ბრალეულობა იკვეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა "ასავალ-დასავალთან" ისაუბრა.
"ზურაბ ჯაფარიძეს თუ დავუჯერებთ, სოსანაშვილს დნმ ჩაუდეს. ყველაფრის ჩადება გამიგია და დნმ-ის ჩადება არა. დღეს საგამოძიებო ორგანოს იური ვაზაგაშვილის საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები აქვს, რომლითაც იკვეთება მკვლელობაში სოსანაშვილის ბრალეულობა. უახლოეს მომავალში იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულის გარდა, სხვა პირებსაც წარედგინებათ ბრალი", -აცხადებს მოსიაშვილი.