საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თანამდებობის პირი იქნება, სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.
"მინდა მინისტრებს გააქტიურებისკენ მოგიწოდოთ და შეგახსენოთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე, რადგან ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა ვიმუშაოთ და შევასრულოთ ყველა პროექტი, რომელიც გვაქვს დაწყებული და რომელიც გაწერილია ჩვენი ბიუჯეტის მიხედვით პროგრამაში. ასე რომ იქნება ეს გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებს, რომ მაქსიმალურად გააკონრტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები, მათი მიმდინარეობა და განრიგი", - განაცხადა პრემიერმა.