ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს გააქტიურებისკენ მოუწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს გააქტიურებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელი თანამდებობის პირი იქნება, სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში  აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

"მინდა მინისტრებს გააქტიურებისკენ მოგიწოდოთ და შეგახსენოთ, რომ მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე, რადგან ჩვენ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპებით უნდა ვიმუშაოთ და შევასრულოთ ყველა პროექტი, რომელიც გვაქვს დაწყებული და რომელიც გაწერილია ჩვენი ბიუჯეტის მიხედვით პროგრამაში. ასე რომ იქნება ეს გამგებელი თუ საკრებულოს თავმჯდომარე, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ პასუხისმგებლობის საკითხს. ეს გეხებათ თქვენ, მინისტრებს, რომ მაქსიმალურად გააკონრტროლოთ თქვენს სამინისტროებში მიმდინარე სამუშაოები, მათი მიმდინარეობა და განრიგი", - განაცხადა პრემიერმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: