საქართველოს არლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს არ ჰგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი ვინმეს ანკესს წამოეგო.
"პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებებით და თავისი პასუხისმგებლობით მოქმედებს. ხანდახან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრიც, ოპოზიციაც ცდება. შესაძლოა, ასე მოხდეს მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის განმარტავს, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი საკანონმდებლო პროცესში, პარლამენთან ურთიერთობაში.
"ჩვენ ამ მოდელებს ვხვეწთ, ეს კი საქართველოში მართლა პირველად ხდება. - როდესაც პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ის მოქმედებდა კოსტიტუციის ფარგლებში. რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხს, ამაზე შესაძლოა, განსხვავებული აზრები არსებობდეს",-განაცხადა უსუფაშვილმა.