ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

დავით უსუფაშვილი: არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილი ვინმეს ანკესს წამოეგო

დავით უსუფაშვილი: არ მგონია, რომ  გიორგი მარგველაშვილი ვინმეს ანკესს წამოეგო

საქართველოს არლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს არ ჰგონია, რომ  გიორგი მარგველაშვილი ვინმეს ანკესს წამოეგო.

"პრეზიდენტი თავისი გადაწყვეტილებებით და თავისი პასუხისმგებლობით მოქმედებს. ხანდახან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრიც, ოპოზიციაც ცდება. შესაძლოა, ასე მოხდეს მაგრამ ეს არ ნიშნავს ვინმეს ანკესზე წამოგებას", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

უსუფაშვილის განმარტავს, რომ პრეზიდენტს აქვს მნიშვნელოვანი როლი საკანონმდებლო პროცესში, პარლამენთან ურთიერთობაში.

"ჩვენ ამ მოდელებს ვხვეწთ, ეს კი საქართველოში მართლა პირველად ხდება. - როდესაც პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას ის მოქმედებდა კოსტიტუციის ფარგლებში. რაც შეეხება მიზანშეწონილობის საკითხს, ამაზე შესაძლოა, განსხვავებული აზრები არსებობდეს",-განაცხადა უსუფაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: