ივერიონი / ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა

ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების 34-ე აუქციონი ჩაატარა. ფასიანი ქაღალდების აუქციონზე  5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა  ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მთლიანმა მოთხოვნამ  5 020 000 ლარი შეადგინა.


დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,850%, მაქსიმალური - 6,940%, ხოლო საშუალო შეწონილი - 6,895%.

14-11-2012, 19:53
უკან დაბრუნება