ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა
დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ფასიანი ქაღალდების 34-ე აუქციონი ჩაატარა. ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მთლიანმა მოთხოვნამ 5 020 000 ლარი შეადგინა.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური - 6,850%, მაქსიმალური - 6,940%, ხოლო საშუალო შეწონილი - 6,895%.