"გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტია, ამიტომ ივანიშვილის დღევანდელი მოქმედებები მას თუ არ მოსწონს, არსებობს მორალური გზა - გადადგეს!"- ამის შესახებ იურისტმა ვალერი გელბახიანმა "კვირის ქრონიკას" განუცხადა.
" გამოსავალია მოსაძებნი, მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე? თუ მთავრობა შეჰყურებს ბიძინა ივანიშვილს და ისინი ელოდებიან, რა გამოსავალს მოძებნის ის, ძალიან შემცდარან, თავის დროზე ჩვენ გვეგონა, რომ შევარდნაძე იყო ყოვლისშემძლე და ვნახეთ, რომ არაფერი მან არ იცოდა. ასე გვეგონა სააკაშვილზე და ვნახეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ისიც არარაობა აღმოჩნდა! ახლა, გვგონია, რომ ბიძინა ივანიშვილია ყოვლისშემძლე, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და იმ დიდი დამსახურებისა, რაც მას ქართველი ერის წინაშე მიუძღვის, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, არ გაუვლია პოლიტიკური გზა, მან არ იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები და რა სასწაულს ველით მისგან ისეთს, რომ ქვეყანაში კულისებიდან მოხსნას კრიტიკული სიტუაცია? ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეს პოლიტიკური კულუარებიდან, მობრუნდეს პოლიტიკაში და ეს მთავრობა გაუშვას სახლში!"- აცხადებს გელბახიანი.