ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს პოლიტიკური კულუარებიდან და ეს მთავრობა გაუშვას სახლში!

ვალერი გელბახიანი: ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს პოლიტიკური კულუარებიდან და ეს მთავრობა გაუშვას სახლში!

"გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული პრეზიდენტია, ამიტომ ივანიშვილის დღევანდელი მოქმედებები მას თუ არ მოსწონს, არსებობს მორალური გზა - გადადგეს!"- ამის შესახებ იურისტმა ვალერი გელბახიანმა "კვირის ქრონიკას" განუცხადა.


" გამოსავალია მოსაძებნი, მაგრამ ვინ ფიქრობს ამაზე? თუ მთავრობა შეჰყურებს ბიძინა ივანიშვილს და ისინი ელოდებიან, რა გამოსავალს მოძებნის ის, ძალიან შემცდარან, თავის დროზე ჩვენ გვეგონა, რომ შევარდნაძე იყო ყოვლისშემძლე და ვნახეთ, რომ არაფერი მან არ იცოდა. ასე გვეგონა სააკაშვილზე და ვნახეთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ისიც არარაობა აღმოჩნდა! ახლა, გვგონია, რომ ბიძინა ივანიშვილია ყოვლისშემძლე, მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა და იმ დიდი დამსახურებისა, რაც მას ქართველი ერის წინაშე  მიუძღვის, ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი, არ გაუვლია პოლიტიკური გზა, მან არ იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები და რა სასწაულს ველით მისგან ისეთს, რომ ქვეყანაში კულისებიდან მოხსნას კრიტიკული სიტუაცია? ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ გამოვიდეს პოლიტიკური კულუარებიდან, მობრუნდეს პოლიტიკაში და ეს მთავრობა გაუშვას სახლში!"- აცხადებს გელბახიანი.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: