ნოდარ ხადური: ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მაღალჩინოსნებისთვის პრემიების შეზღუდვას ითხოვს. დეპუტატის ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ პირველი მოსმენით.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სისტემა საკმაოდ მოწესრიგებულია და ცვლილებები არ იგეგმება.
"მე მგონი, ღია კარებს ვამტვრევთ, მინისტრების დონეზე პრემიების სისტემა მოწესრიგებულია, საჯარო სამსახურში ძალიან ღირსეული ადამიანები მუშაობენ და მათ შრომის ღირსეული ანაზღაურება სჭირდებათ. მზად ვართ, ყველასთან კომუნიკაციაში შევიდეთ, მოწესრიგება არ ნიშნავს, რომ ადამიანებს პრემია არ უნდა მივცეთ, ვინც დაიმსახურა, ის პრემიას აუცილებლად მიიღებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.