გიორგი კირვალიშვილი: ჩვენი ამოცანაა, გერმანული ბიზნეს წრეები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დავაინტერესოთ
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებთ, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ბოლო დროს განვითარებულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით.
შტაინმაიერის განცხადებით, გერმანიის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დასახოს გზები საქართველოში გერმანული ბიზნესის მეტად განვითარებისთვის.
"ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები. შეხვედრის დასაწყისში მივესალმეთ ერთობლივი ქართულ-გერმანული ბიზნესის სემინარის მონაწილეებს. ეს არის პირველი ვორქშოპი, რომელიც ბერლინში იმართება. ქართველ კოლეგასთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები, როგორ გავზარდოთ საქართველოში გერმანული ბიზნესის მოცულობა და გავაძლიეროთ ეს სფერო", - განაცხადა შტაინმაიერმა.
თავის მხრივ საქართველოს ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართულ ეკონომიკაში გერმანული ბიზნესისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, დამატებით შესაძლებლობებს იძლევა ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი.
"ორმხრივ თანამშრომლობაში, გერმანიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კერძოდ ქართულ ეკონომიკაში გერმანული ბიზნესისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებით შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავსუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დავაინტერესოთ გერმანული ბიზნეს წრეები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, ამიტომ ვაფასებთ გერმანელი პარტნიორების მზაობას ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას", - განაცხდა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა და გერმანული მარკეტინგული სააგენტო "Dეუტსცჰლანდ- Lანდ დერ Iდეენ"-ის ეგიდით სემინარი ტარდება.
ქართული მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ექსპორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის წარმომადგენლები.
საგარეო უწყების შეფასებით, საგულისხმოა, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ინიციატივა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებით, 2014 წლის მიწურულს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გააჟღერა.