ივერიონი / რატომ დაურეკა ჯანელიძემ ირაკლი ალასანიას, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა?

რატომ დაურეკა ჯანელიძემ ირაკლი ალასანიას, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა?

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრის რანგში საფრანგეთში მისი ბოლო ვიზიტის დროს მინდია ჯანელიძემ დაურეკა და უთხრა, რომ საჰაერო უსაფრთხოებისთვის შეთანხმებაზე ხელი არ მოეწერა, - ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" სტუმრობის დროს განაცხადა. 

ალასანიას თქმით, მართალია მინდია ჯანელიძემ დაურეკა, თუმცა, "იგი გადაწყვეტილებების მიმღები არ იყო". "მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც მაშინ და არც ახლა მინდია ჯანელიძე არ არის გადაწყვეტილების მიმიღები. ვინ შეასრულებდა მედიატორის ფუნქციას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს იმედს რაც შეეხება, ადამიანებმა ყოველთვის პოზიტიურად განვითარების სცენარზე უნდა ვიფიქროთ. მეც მწამს, რომ ფუნდამენტჩაყრილი საქმე არ უნდა გაფუჭდეს", - განაცხადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, ის დაელოდება, თუ როგორ დასრულდება საფრანგეთში ჯანელიძის მოლაპარაკებები. "მე მაინც იმედი მაქვს, რომ შეთახმება შედგება, თუ არ შედგა, ვალდებულებას შევასრულებ და დეტალურად ჩავაყენებ საქმის კურსში საზოგადოებას", - აღნიშნა ალასანიამ. 

25-03-2015, 09:19
უკან დაბრუნება