ივერიონი / აქციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრები დააკავეს

აქციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრები დააკავეს

ამ წუთებში ხმაურია სასტუმრო Holiday Inn-თან.

 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფალი ზონის წევრმა, რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა და მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.

 

თავისუფალი ზონის წევრი ამბობს, რომ მან სურათი სუს-ის აგენტს გადაუღო. 

 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თავისუფალი ზონის 2 წევრი, გიორგი და ლაშა რუხაიები და ასევე ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა. 

 

აქცია სასტუმრო  Holiday Inn-თან მიმდინარეობს. სასტუმროში პრემიერმინისტრი ჟუნრალისტებს ხვდება. 

 

სასტუმროსთან კი აქციას ორგანიზაცია თავისუფალი ზონა და მონიტორინგის ცენტრი მედიატორი.

26-03-2015, 12:18
უკან დაბრუნება