აქციაზე „თავისუფალი ზონის“ წევრები დააკავეს
ამ წუთებში ხმაურია სასტუმრო Holiday Inn-თან.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თავისუფალი ზონის წევრმა, რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა და მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.
თავისუფალი ზონის წევრი ამბობს, რომ მან სურათი სუს-ის აგენტს გადაუღო.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ თავისუფალი ზონის 2 წევრი, გიორგი და ლაშა რუხაიები და ასევე ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა.
აქცია სასტუმრო Holiday Inn-თან მიმდინარეობს. სასტუმროში პრემიერმინისტრი ჟუნრალისტებს ხვდება.
სასტუმროსთან კი აქციას ორგანიზაცია თავისუფალი ზონა და მონიტორინგის ცენტრი მედიატორი.