საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" წევრის, გოგი თოფაძი განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფაძის ანტიდასავლურ განცხადებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
"მრეწველების" პარტიამ, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე, ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს და სრულად იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - საგარეო, საშინაო თუ სხვა.
არ ვიზიარებ გოგი თოფაძის განცხადებებს. ეს მისი პირადი აზრია და არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ზოგადად, ვფიქრობ, ეს თემა და მისი განმარტება არის ზედმეტად აჟიტირებული. არ გირჩევთ რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელია. გვაქვს კონსესუსი ამ პოლიტიკაზე.
ჩემთვის, არის მიუღებელი ეს განცხადება, მაგრამ ამაში ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია. ეს არის გოგის, როგორც მოქალაქის პირადი მოსაზრება.
იმედი მაქვს, რომ მრეწველები დაადასტურებენ, რომ იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.