ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ირაკლი ღარიბაშვილი: თოფაძის ანტიდასავლური განცხადება მიუღებელია, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია

ირაკლი ღარიბაშვილი: თოფაძის ანტიდასავლური განცხადება მიუღებელია, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კოალიცია  "ქართული ოცნების" წევრის, გოგი თოფაძი განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თოფაძის  ანტიდასავლურ განცხადებებში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

"მრეწველების" პარტიამ, ისევე როგორც სხვა პარტიებმა, რომლებიც შედიან კოალიციაში, თავის დროზე, ხელი მოაწერეს სადამფუძნებლო დოკუმენტს და სრულად იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ პოლიტიკას - საგარეო, საშინაო თუ სხვა.

არ ვიზიარებ გოგი თოფაძის განცხადებებს. ეს მისი პირადი აზრია და არ წარმოადგენს კოალიციის აზრს. ზოგადად, ვფიქრობ, ეს თემა და მისი განმარტება არის ზედმეტად აჟიტირებული. არ გირჩევთ რომ დიდი დრო დახარჯოთ ამ თემაზე, ვინაიდან, ეჭვი არავის არ ეპარება, რომ ჩვენი პოლიტიკა არის აბსოლუტურად ნათელია. გვაქვს კონსესუსი ამ პოლიტიკაზე.

ჩემთვის, არის მიუღებელი ეს განცხადება, მაგრამ ამაში ტრაგიკული და განსაკუთრებული არაფერია. ეს არის გოგის, როგორც მოქალაქის პირადი მოსაზრება.

იმედი მაქვს, რომ მრეწველები დაადასტურებენ, რომ იზიარებენ ჩვენ მიერ გაცხადებულ საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: