"ქართულ ღვინოზე მოთხოვნა რუსული კომპანიების მხრიდან მოდის", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას კომპანია "ბადაგონის" პიარმენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა.
"ბადაგონში" აცხადებენ, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი ზარი შემოდის რუსული ორგანიაზაციებიდან, მათი წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში, რათა ნიადაგი მოამზადონ ბაზრის გახსნისთვის.
"რუსეთის ბაზარი პროდუქციის დიდ ნაწილს შთანთქავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, მაგრამ ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ შესაძლო დაბრუნების საკითხი. ბაზრის გახსნის შემთხვევაში, ჩვენი პროდუქციის ძირითადი რესურსი სწორედ ამ ბაზარზე ექსპორტირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ათვისებულ ბაზრებს მივატოვებთ. რუსეთის ბაზარი ფინანსურად მაღალშემოსავლიანია", _ განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ ანდრეი დენისოვმა ქართული პორდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუბეის შესაძლებლობაზე ისაუბრა. "თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ საქმეებზე, საუბარია ჩვენს ბაზარზე ქართული მეღვინეობის პოზიციების აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე მზადაა, პრაქტიკულად, შეისწავლოს ეს საკითხი", - განაცხადა დენისოვმა.