ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ლიზა ბაგრატიონი: "ბადაგონი" რუსეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

ლიზა ბაგრატიონი: "ბადაგონი" რუსეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება

"ქართულ ღვინოზე მოთხოვნა რუსული კომპანიების მხრიდან მოდის", _ განაცხადა "ივერიონთან" საუბრისას კომპანია "ბადაგონის" პიარმენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა.


"ბადაგონში" აცხადებენ, რომ კომპანიაში ძალიან ბევრი ზარი შემოდის რუსული ორგანიაზაციებიდან, მათი წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოში, რათა ნიადაგი მოამზადონ ბაზრის გახსნისთვის.


"რუსეთის ბაზარი პროდუქციის დიდ ნაწილს შთანთქავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემზადებით რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად, მაგრამ ამ ეტაპზე განიხილება მხოლოდ შესაძლო დაბრუნების საკითხი. ბაზრის გახსნის შემთხვევაში, ჩვენი პროდუქციის ძირითადი რესურსი სწორედ ამ ბაზარზე ექსპორტირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ათვისებულ ბაზრებს მივატოვებთ. რუსეთის ბაზარი ფინანსურად მაღალშემოსავლიანია", _ განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადილემ ანდრეი დენისოვმა ქართული პორდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუბეის შესაძლებლობაზე ისაუბრა.   "თუ ვისაუბრებთ კონკრეტულ საქმეებზე, საუბარია ჩვენს ბაზარზე ქართული მეღვინეობის პოზიციების აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, ორივე მხარე მზადაა, პრაქტიკულად, შეისწავლოს ეს საკითხი", - განაცხადა დენისოვმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: