დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" გადაწყვეტილება საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა.
"მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან ეს ცვლილებები ბოლო პერიოდში ნამდვილად მიმდინარეობდა. მათმა ცენტრალურმა ნაწილმა დატოვა მმართველი კოალიცია, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, დადგა ასეთი გადაწყვეტილების მიღების დრო ამ ყველაფრის შემდეგ. ვნახოთ, სამომავლოდ რა მიმართულებები იქნება მათი მხრიდან ჩამოყალიბებული, რა პოზიცა ექნებათ მათ", - განაცხადა ნარმანიამ.
ცნობისთვის: თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, გუშინ, პარტიამ გაავრცელა განცხადება.