ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

ნარმანია: როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა

ნარმანია: როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა

დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების"  გადაწყვეტილება საკრებულოში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ  მოულოდნელი არ ყოფილა.

"მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან ეს ცვლილებები  ბოლო პერიოდში ნამდვილად მიმდინარეობდა. მათმა ცენტრალურმა ნაწილმა დატოვა მმართველი კოალიცია, აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, დადგა ასეთი გადაწყვეტილების მიღების დრო ამ ყველაფრის შემდეგ. ვნახოთ, სამომავლოდ რა მიმართულებები იქნება მათი მხრიდან ჩამოყალიბებული, რა პოზიცა ექნებათ მათ", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის:  თბილისის საკრებულოში ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, გუშინ, პარტიამ გაავრცელა განცხადება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: