თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა.
როგორც უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა. ადვოკატის განცხადებით, უგულავას პატიმრობაში დატოვება არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.
დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს მიმართა.