თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურა.
როგორც უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა გუშინ ამოეწურა. ადვოკატის განცხადებით, უგულავას პატიმრობაში დატოვება არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება.
დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით დღეს მიმართა.
ადვოკატები გიგი უგულავას გათავისუფლებას მოითხოვენ
გააზიარე სტატია








