"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე რუსულ გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდასთან" აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.
შეკითხვაზე, აღიარებდა თუ არა ის ყირიმს რუსეთის ტერიტორიად საქართველოს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ბურჯანაძე პასუხობს:
"ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს. ეს შეუქცევადი პროცესია!". - ამბობს ინტერვიუში ბურჯანაძე.
სტატიის ავტორი, რომელიც ცდილობს გაიგოს, თუ "რატომ ეცოდებათ ქართველებს უკრაინელები", წერს, რომ ქართველებს უკრაინელები ეცოდებათ, რადგან არ უნდათ, იგივე გზა გაიარონ, რაც სააკაშვილის ხელში ქართველებმა გაიარეს.