ივერიონი / ხვალ ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოდის

ხვალ ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოდის

ხვალ საქართველოში სამუშაო ვიზიტით  ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის ერბოლ ორინბაევის ხელმძღვანელობით ჩამოდის.


დელეგაცია  თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას მოინახულებს, ასევე დაგეგმილია „წითელი ხიდის“  საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერება.


ყაზახეთის დელეგაცია დღის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერ-მინისტრთან კახა კალაძესთან.

16-11-2012, 19:56
უკან დაბრუნება