ხვალ ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ჩამოდის
ხვალ საქართველოში სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის სამთავრობო დელეგაცია ვიცე პრემიერ-მინისტრის ერბოლ ორინბაევის ხელმძღვანელობით ჩამოდის.
დელეგაცია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას მოინახულებს, ასევე დაგეგმილია „წითელი ხიდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის დათვალიერება.
ყაზახეთის დელეგაცია დღის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ფინანსთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ვიცე-პრემიერ-მინისტრთან კახა კალაძესთან.