ივერიონი / შსს-ს მაღალჩინოსნები უკვე გლდანის საპყრობილეში არიან

შსს-ს მაღალჩინოსნები უკვე გლდანის საპყრობილეში არიან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას თქმით, სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნები სასამართლო პროცესის შემდეგ გლდანის №8 საპყრობილის დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

 

17 ნოემბერს შსს-ს 10 მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

 

დაკავებულთაგან ორს, ვაჟა ლელუაშვილსა და შოთა ხიზანიშვილს, აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ,  ხოლო ბრალი ოფიციალურად,  კანონით განსაზღვრული ვადით დღეს, 18 ნოემბერს, წარედგინათ.

 

18-11-2012, 11:46
უკან დაბრუნება