შსს-ს მაღალჩინოსნები უკვე გლდანის საპყრობილეში არიან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას თქმით, სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნები სასამართლო პროცესის შემდეგ გლდანის №8 საპყრობილის დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
17 ნოემბერს შსს-ს 10 მაღალჩინოსანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულთაგან ორს, ვაჟა ლელუაშვილსა და შოთა ხიზანიშვილს, აღმკვეთ ღონისძიებას ხვალ შეუფარდებენ, ხოლო ბრალი ოფიციალურად, კანონით განსაზღვრული ვადით დღეს, 18 ნოემბერს, წარედგინათ.