18 ნოემბერს, 13:00 საათზე, რუსთავის ავტოდრომზე “კია მოტორს ჯორჯია“ მასშტაბურ ტესტდრაივს მართავს.
შეჯიბრში 160 მონაწილიდან ფინალში ერთმანეთს მხოლოდ 15 შეხვდება. ბოლო 2 გამარჯვებული კი ავსტრალიაში საჩოგბურთო ღონისძიებაზე გაემგზავრება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მათგანი „KIA“-ს მფლობელი გახდება.
ტესტდრაივზე გამოყენებული იქნება „KIA“-ს ოთხი მოდელი: Picanto, Rio, All New Cenato და Spotage. მონაწილეები წინასწარ ჩაეწერებიან მათთვის სასურველი ერთი მოდელის ტესტდრაივზე.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება „KIA“-ს განახლებული მოდელების პრეზენტაცია.
შეჯიბრის პარტნიორია საავტომობილო სპორტის ასოციაცია.