„KIA“-ს ტესტდრაივი რუსთავის ავტოდრომზე

„KIA“-ს  ტესტდრაივი რუსთავის ავტოდრომზე

18 ნოემბერს, 13:00 საათზე, რუსთავის ავტოდრომზე “კია მოტორს ჯორჯია“ მასშტაბურ ტესტდრაივს მართავს.

 

შეჯიბრში  160 მონაწილიდან ფინალში ერთმანეთს მხოლოდ 15 შეხვდება. ბოლო 2 გამარჯვებული კი ავსტრალიაში საჩოგბურთო ღონისძიებაზე გაემგზავრება. გარდა ამისა, ერთ-ერთი მათგანი  „KIA“-ს  მფლობელი გახდება.

 

ტესტდრაივზე გამოყენებული იქნება „KIA“-ს  ოთხი მოდელი: Picanto, Rio, All New Cenato და Spotage. მონაწილეები წინასწარ ჩაეწერებიან მათთვის სასურველი ერთი მოდელის ტესტდრაივზე.

 

ღონისძიების ფარგლებში იგეგმება „KIA“-ს   განახლებული მოდელების პრეზენტაცია.

შეჯიბრის პარტნიორია საავტომობილო სპორტის ასოციაცია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: